Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან

მარშალ პრესი 29/10/2025
irakli kobakhidze

რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.

„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღვივებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით. მათ არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ისინი არ მუშობენ ქართველ ხალხთან. ერთადერთი, ვისთანაც მუშაობენ, არიან თავიანთი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვოქმედებთ ჩვენ, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაში არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი – არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა, ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას
Next: ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.