Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ

მარშალ პრესი 29/10/2025
gia abashidze

ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია, ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა.

„ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია; ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული.
მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა.
ათასგვარი ტოქსიკური ჭორები არსებულ ე.წ. არადამიანურ მიდგომებზე რჩება ნაცსექტის ბოროტ ფანტაზიებში. ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით
Next: საკონსტიტუციო სარჩელი არ ნიშნავს ბრძოლას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.