Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიცნობ რა კარგად ამ სექტის ფსიქიკას, ციხიდან გამოვა თუ არა, ეგრევე კარგად გახდება და რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 29/10/2025
qeti toloraia

სახელმწიფო ბრალდებამ მოძალადე ნინო დათაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,- ამის შესახებ ქორეოგრაფი, ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში წერს.

თოლორაია მიესალმება სახელმწიფო ბრალდების ჰუმანურ მიდგომას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის აუცილებლად კვლავ მიიღებს მონაწილეობას რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში.

„ სახელმწიფო ბრალდებამ მოძალადე ნინო დათაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცალსახად მისასალმებელია ჰუმანური მიდგომა, მით უმეტეს, როდესაც ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, ვიცნობ რა კარგად ამ სექტის ფსიქიკას, ციხიდან გამოვა თუ არა, ეგრევე კარგად გახდება და რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში მიიღებს მონაწილეობას. აი მერე რომ დააკავებენ, ხმა არავინ ამოიღოს მის ჯანმრთელობაზე!“- წერს ქეთი თოლორაია.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 21 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

Post navigation

Previous: პროკურატურა რომ ჰუმანურია, ადამიანის ჯანმრთელობას რომ ყურადღებით ეკიდება და გადაწყვეტილებას პატიმრის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს – ამასაც საკუთარ თავზე იწერენ რადიკალები
Next: პროკურატურა იცავს სამართლებრივ და ჰუმანურ სტანდარტებს – განსხვავება დემოკრატიულ და რეპრესიულ სახელმწიფოს შორის სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.