IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისი ინფორმაცია  მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს, მათ შორის 857 – გამოჯანმრთელდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება