კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ არქიმანდრიტ, დოროთე ყურაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დოროთე უცოდველი! ბერი-არქიმანდრიტის ხარისხში.
საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი!
ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე. „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში! სიცრუის ფორმულაში ცილი დამწამა- ხალხს ხოცავდა ქუჩაშიო!
ცოდვა არ ჩაუდენია არასოდეს!“- წერს გოგა ხაინდრავა.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა განაცხადა: „ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი“.
