Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

შარლ მიშელი: ჩვენ მზად ვართ, მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს, მას შემდეგ რაც რეფორმები განხორციელდება

მარშალ პრესი 26/06/2022
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს ომი ევროკავშირს გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ, მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს, მას შემდეგ რაც რეფორმები განხორციელდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

Post navigation

Previous: მაია ბითაძე „მთავარ არხს“ – ჩემო ,,სამართლიანებო”! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ
Next: დუშეთის მუნიციპალიტეტში არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დააზიანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.