Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?

მარშალ პრესი 28/10/2025
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა.

შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ. “2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს; მანდატები გადაყარეს; ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს; პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს; სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ; 2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს; პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს; ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ. ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია… მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: Reuters: აშშ, გერმანიის მიერ კონტროლირებად “როსნეფტის” შვილობილ კომპანიებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლებს
Next: World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.