Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან საინტერესოა ევროკომისრების კალასისა და კოსის განმარტება და დამოკიდებულება, თუ რა კომენტარს გააკეთებენ საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე

მარშალ პრესი 27/10/2025
irakli kircxalia2

უკვე სათვალავი აქვს ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ გუნდს არეული ამდენი ყოვლად გაუგონარი, უსამართლო, უსტანდარტო რეზოლუციებისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას. ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ ძალიან საინტერესოა ევროკომისრების კალასისა და მარტა კოსის დამოკიდებულება ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნაზე. „არაერთხელ გვიხსენებია, რომ თავად გააბითურეს თავიანთივე მიღებული რეზოლუციები, იმიტომ რომ ყველა, მათ შორის ეს რეზოლუცია აგებული არის მტკნარ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე.

მიიღეს კიდევ ერთი რეზოლუცია, აქ არის მთავარი კითხვა ორი ევროკომისარი – ქალბატონი კალასი და კოსი, მათ ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება და ძალიან კარგად იცის მათი მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ და მათი დამოკიდებულება აქ თავის დასაყრდენ აგენტურულ ძალასთან მიმართებაში. ერთი კითხვა გვიჩნდება ძალიან საინტერესოა ამ ორი ადამიანის განმარტება და დამოკიდებულება თუ რა კომენტარს გააკეთებენ საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე, თუ როგორ შეფასებას გაუკეთებენ ამ დასკვნას. სწორედ ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ სტანდარტების არ არსებობაზე, არა თუ ორმაგ სტანდარტზე, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ და როდის ხდება ეს ყველაფერი? მათვე შევახსენებ, როდესაც ერთი წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გუნდი იმეორებს იგივე შედეგს, რასაც საპარლამენტო არჩევნების დროს. კიდევ ერთხელ ძალიან საინტერსოა ამ ორი ევროკომისარი ქალბატონის დამოკიდებულება, თუმცა ვიცით ჩვენ, მაგრამ ვუსვამთ კითხვას, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაწერა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. ცნობისთვის, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE), ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.

Post navigation

Previous: განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის
Next: მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც პედაგოგების საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.