Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 27/10/2025
1761555521-235-1024x666

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი სწავლას საქართველოს დავით აღამშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.

„საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები, სამხედრო საქმის გარდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულ, მათ იუნკერებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკერები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი წარჩინებული იუნკერები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იუნკერები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.