Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო – თაკო ჩარკვიანი

მარშალ პრესი 27/10/2025
tako charkviani

გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, სულხან მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი, – წერს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს და გიგა ბოკერიას ხალხმა პოლიტიკური უარი გამოუცხადა და არჩევნებში გაანულა.

“გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი… გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ “აცოცხლებს” მათ ხელოვნურად ნუთუ რთული მისახვედრია?

ბოკერია იყო, ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ ოცნების ხელისუფლებას კითხვაც კი არ დაუსვამს მიუხედავად პატიმრების თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა! ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი, რომ ეს ცოლ-ქმარი, ანუ ბოკერია-ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული, სიცრუეა, ტყუილია ( ჩერგოს ჭორია), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი, რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ (კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა?! ფაქტია, რომ ამ “ოცნების” ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია!” – წერს ჩარკვიანი.

Post navigation

Previous: რიგი გარე ფაქტორების გამო დაგვიანებული სამართალი ამოქმედდა – ავაზაკი ექს-პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ტექნიკურ უნივერსიტეტზე პასუხისმგებლობაა
Next: პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.