Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კალასი, კოსი, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ – რატომ უწოდა „ალდემ“ ქართულ არჩევნებს გაყალბებული ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად?!

მარშალ პრესი 27/10/2025
205

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.

აღსანიშნავია, რომ „ალდეს“ წევრები არიან ევროპელი ჩინოვნიკები: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.

„ალდეს“ პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოში მოქმედ რადიკალურ ოპოზიციასთან. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ამ პარტიების წარმომადგენლები აქტიურად ესწრებიან “ალდეს” ყრილობებს და მჭიდრო კავშირი აქვთ იმ ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრები არიან.

„ალდე“ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას, რასაც ადასტურებს ამ ალიანსის წარმომადგენელთა არაერთი განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით და ოპოზიციონერების მხარდაჭერით გამოირჩევა.

კალასის და კოსის პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით „2025 წლის ოქტომბრის ყალბი არჩევნებისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარული კონსოლიდაციის დაგმობა“, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ რა გზით გაყალბდა საქართველოში არჩევნები და არც გაყალბების კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

ორივე ევროკომისარმა, ამ პარტიული რეზოლუციის მხარდაჭერით, გამოააშკარავა, რომ არ არიან ევროკავშირის ყველა წევრის სახელით მოსაუბრე მიუკერძოებელი ბიუროკრატები, არამედ, კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.

„ალდეს“ რეზოლუცია გმობს საქართველოს გაყალბებულ არჩევნებს, მაშინ, როცა არ ასახელებს გაყალბების ფაქტებს. არჩევნების გაყალბებაზე არც 2024 წლის ეუთო/ოდირის დასკვნაშია საუბარი, მეტიც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერდა, რომ დაძაბულობის მიუხედავად, „არჩევნების დღე, ზოგადად, პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა“.

Post navigation

Previous: ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
Next: რიგი გარე ფაქტორების გამო დაგვიანებული სამართალი ამოქმედდა – ავაზაკი ექს-პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ტექნიკურ უნივერსიტეტზე პასუხისმგებლობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.