Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს

მარშალ პრესი 25/10/2025
932a059b-029c-4e67-93d1-c5446a830f69

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყეს.
წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ოჯახის წევრებმა გააცილეს.

ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმატებით დაასრულეს. წვევამდელები ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC) საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან.

11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან სწავლის დაფინანსება მიიღონ.

თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.

Post navigation

Previous: ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია “არქტიკული ყინვის” დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა- უნდა დაისაჯონ
Next: კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად” მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ორკესტრირებული ხაზია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.