Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

მარშალ პრესი 22/10/2025
levan chotorlishvili

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, რუს ლიბერალებში, სახაროვს საქართველო განსაკუთრებით სძულდა, ამიტომ, როგორი ოპოზიციაც ჰყავს ქვეყანას, პრემიაც იმის შესაბამისია.

“მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის. მე არ ვიცი ასე რატომ სძულდა სახაროვს საქართველო, შეიძლება მისი მეუღლის ელენე ბონერ-ქოჩარიან-ალიხანიანის ბრალია. ზვიად გამსახურდიამ მგონი ღია წერილიც მისწერა ანდრეი სახაროვს და იმ წერილში ნახსენებია ელენე ბონერ-ალიხანიან-ქოჩარიანი. კარგი იქნება თუ ქართველი ჟურნალისტები მოიძიებენ გამსახურდიას წერილს. ფაქტია, რომ რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო განსაკუთრებით და გამორჩეულად სძულდა. მოკლედ რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი. პრემია საქართველოს სიძულვილში, ვისი სახელობის უნდა იყოს თუ არა სახაროვის. ქსენოფობია რომ არ დამაბრალონ, მოკლე განმარტება. ქალბატონი ელენე თავიდან ქოჩარიანის გვარს ატარებდა, მერე ალიხანიანის გვარზე გადავიდა და ბოლო პერიოდში გახდა ბონერი.” – წერს ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას
Next: დაამთავრეს ქართველი ხალხის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი – “ლელოს” ახალგაზრდულის წევრი ანა ბერიშვილი აქციის მონაწილეზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.