Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

მარშალ პრესი 26/06/2022
ილია მეორე

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

„გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება.

აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის მშობლებს, და-ძმასა და ახლობლებს მოანიჭოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლევანი უკვე გახდა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს
Next: დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.