Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვფიქრობ, გოგი გვახარიას სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს

მარშალ პრესი 21/10/2025
nino tsilosani cilosani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ეხმიანება გოგი გვახარიას შეფასებას ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, ქართველი კომპოზიტორის – დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამოს შესახებ.

წილოსანის განცხადებით, “ამხელა კაცმა”, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ჭიჭინაძის ფოტოს გაზიარების გარდა, სხვა აზრი რომ ვერ გამოიტანა კონცერტიდან, ეს სერიოზულ შემოქმედებით და ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს.

“ამხელა კაცმა” ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა აზრი რომ ვერ გამოიტანა ამ საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს და გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო,” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია “იგლ ჰილსი” – ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის ჩვენი ქვეყნისადმი უდიდესი ნდობის გამოცხადება
Next: ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.