Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

მარშალ პრესი 21/10/2025
11b8e058-40e2-49e4-8552-9af19c93ca40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ESCAP-თან ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.

განიხილეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

Post navigation

Previous: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ
Next: იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.