Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიფ სთეითის მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს – ლევან მაჭავარიანი

მარშალ პრესი 21/10/2025
levan machavariani

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა “გახარია საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, პარლამენტში და საკრებულოებში შესვლასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა და გადაწყვიტა, გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ.

“დიფ სთეითის მესვეურებმა როგორც იქნა სიმართლეს და რეალობას გაუსწორეს თვალი. ისინი უკვე კარგად აღიქვამენ, რომ “ქართულ ოცნებას”, შანტაჟის მიუხედავად, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წაიყვანენ, რაც იყო მათი მთავარი გათვლა და რატომაც დატოვეს ქუჩაში ოპოზიცია. შემდეგ ოპოზიციას დემონსტრაციულად კანონი დაარღვევინეს, ლიდერებზე მაქვს საუბარი და თავისი ფეხით შეუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რევოლუციური სცენარების განვითარება- ნახეს, რომ ვერც ლეგიტიმური და ვერც არალეგიტიმური გზით ვერ გვანაცვლებენ და ვერც ამხელა შანტაჟის და ზეწოლის ფონზე ვერ გვადგმევინებ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს და როგორც იქნა, სიმართლეს, რეალობას თვალი გაუსწორეს. შეეგუენ, რომ “ქართული ოცნება” არის ქვეყნის სათავეში.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მხოლოდ “ქართული ოცნება” არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნების გარანტი და განვითარების მთავარი გარანტი, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას არ სურს, რომ ის კარტებიც ბოლომდე გადაყარონ. 12 დეპუტატი ჰყავთ შემორჩენილი, შავი დღისთვის შემოინახეს და სურთ, ეს 12 დეპუტატი, მათ მიერ მართული ბატონი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ და იქიდან გააჟღერონ მათი მესიჯ ბოქსი”,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს
Next: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013 / 2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.