IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თემქაზე ე.წ არაშენდას შენობის მე-10 სართულზე  მდებარე დაკეტილ ბინაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია “მარშალპრესს” ადგილობრივებმა მიაწოდეს. წინასწარი ცნობით, მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება იყო. შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. თავდაპირველად მაცხოვრებლების გამოყვანა მოხდა, ამ დროისთვის მოსახლეობა შენობაში დაბრუნდა და აღდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც, თუმცა კრიმინალისტები აგრძელებენ საგამოძიებო სამუშაოებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება