Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია

მარშალ პრესი 20/10/2025
davit chikhelidze

 

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო Eesti 200-მა მონაწილეობა მიიღო 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ტალინშიც წააგო. ეს ადამიანი დღენიადაგ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, ეროვნული ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში რეიტინგის არ მქონე პოლიტიკოსი ქართველმა რადიკალებმა მისაბაძ ადამიანად აქციეს.

„ქართველებს გვაქვს შესანიშნავი გამოთქმა: „ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო“. მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო Eesti 200-მა მონაწილეობა მიიღო 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ტალინშიც წააგო.

ეს ადამიანი დღენიადაგ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. თუმცა რეალურად, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ დონეზე, მას არანაირი აღიარება არ აქვს და მის პერსონას პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად არავინ ითვალისწინებს.

ტრაგიკული ის არის, რომ საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა. სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია, ზოგიერთ რადიკალ ქართველს საკუთარი პოლიტიკური წარმოდგენების, იდეალებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაკარგული აქვს რეალობის შეგნება.
ამ ეროვნული ტრაგედიას კიდევ უფრო სერიოზულს ხდის ის ფაქტი, რომ ნაწილობრივ ეს რადიკალი ჯგუფები იმდენად დაბრმავდნენ, რომ რეალურ შედეგებსა და პიროვნულ შესაძლებლობებს საერთოდ არ იაზრებენ. ისინი უცვლელად ჰბაძავენ პოლიტიკოსებს, რომელთაც არც საერთაშორისო აღიარება აქვთ და არც რეალური გავლენა, აგრძელებენ მათი იდეალების „დაფასებას“.

სამწუხაროა ქართველი რადიკალების დეგრადაციის დონე, რომლებიც სრულ სიცრუეში აღქმები და ემოციების დონეზე ცხოვრებენ, მათთვის ფაქტობრივი მოცემულობა უმნიშვნელოა, სიღრმისეული დისკუსია მიუღებელი, სამშობლოს გაყიდვის პროცესში, მზად არიან ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსის ბრმა მიმდევრები გახდნენ და ვინმე ცაჰკნას პოზიციის დაცვის გამო, ეროვნული ინტერესები უგულებელყონ“, – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს – როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?
Next: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.