Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სვიტოსლავ ვაკარჩუკი: საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს – ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ

მარშალ პრესი 26/06/2022
სვიტოსლავ ვაკარჩუკი

უკრაინული როკჯგუფი „ოკეან ელზი“ საქართველოშია. სვიტოსლავ ვაკარჩუკი Tbilisi Open Air-ის სცენიდან საქართველოში შეკრებილ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

სწორედ უკრაინული ჯგუფი დახურავს 2022 წლის ფესტივალს და მთავარ სცენაზე ბოლო გამომსვლელი იქნება.

„დიდი მადლობა, საქართველო. ჩემთვის და მთელი ჯგუფისთვის, აქ ყოფნა დიდი პატივი და სიამოვნებაა. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა ვნახეთ. ჩვენი მოქალაქეები ამ წუთებშიც იბომბებიან. საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, ყველაფერი მომწონს და მიყვარს. უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს და ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ“, – განაცხადა შემსრულებელმა ჟურნალისტებთან საუბრისასფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში ირიცხება.

70-მდე შემსრულებელი და ათასობით მსმენელი Tbilisi Open Air-მა საფესტივალო ქალაქში გააერთიანა. 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ფესტივალზე წელს მსმენელთა რეკორდული რაოდენობა მივიდა.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა
Next: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.