Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

მარშალ პრესი 19/10/2025
irakli kobakhidze

ჩვენ გვექნება განსაზღვრული დაკვეთა, ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა.

„სახელმწიფოს ექნება ამოცანა, რომ ქუთაისში მიიღოს, პირობითად, ჯამში, 30 000 სტუდენტი და ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები და კვოტებთან ერთად დაფინანსებაც. ამას დაემატება ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებისთვის სწავლა იქნება არათუ მისაღები, არამედ პირიქით, ერთგვარი სტუდენტური სამოთხე გვინდა ჩვენ შევქმნათ სტუდენტებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე
Next: თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.