Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

-გერმანიის ყველაზე პოპულარულმა პარტიამ Afd-მ პეტერ ფიშერის და მისი საეჭვო საქმიანობის შესახებ სამართლიანი კითხვები დასვა, როგორც ჩანს შიდა სკანდალისთვის თავის ასარიდებლად მოუწიათ ვაჟბატონის გერმანიაში დაბრუნება და იმას ხომ არ დაწერდნენ შარში გაგვხვიაო

მარშალ პრესი 19/10/2025
qeti toloraia

ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია საქართველოდან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევას ეხმიანება და ამბობს, რომ გერმანიის ყველაზე პოპულარულმა პარტიამ Afd-მ პეტერ ფიშერის და მისი საეჭვო საქმიანობის შესახებ სამართლიანი კითხვები დასვა და როგორც ჩანს შიდა სკანდალისთვის თავის ასარიდებლად მოუწიათ გერმანიაში დაბრუნება. მისივე თქმით, მორიგი ტყუილი გადმოაგდეს, რომ თითქოს თავს აქეთ ესხმის მთავრობა, რომელიც ქართველების ინტერესს წარმოადგენს.

“ქართველებმა ვიცით, რომ გერმანიის ელჩი კარგად ცნობილ სხვა ელჩებთან ერთად 24 საათის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს უთხრის ძირს და აქ ხალხის დასაპირისპირებლად და ზიზღის სათესად არის ჩამოსული. როგორც ყველას მოგვეხსენება, აწ უკვე გერმანიის ყველაზე პოპულარულმა პარტიამ Afd-მ პეტერ ფიშერის და მისი საეჭვო საქმიანობის შესახებ სამართლიანი კითხვები დასვა, როგორც ჩანს შიდა სკანდალისთვის თავის ასარიდებლად მოუწიათ ვაჟბატონის გერმანიაში დაბრუნება და იმას ხომ არ დაწერდნენ შარში გაგვხვიაო – გადმოაგდეს მორიგი ტყუილი, რომ თითქოს თავს აქეთ ესხმის მთავრობა, რომელიც ვიმეორებ ჩვენი, ქართველების ინტერესს წარმოადგენს. თურმე მაინცდამაინც დღეს გაახსენდათ, რომ თითქოს ვინმე მას თავს ესხმის. არაუშავს, ესეც ჩაივლის. ჩვენ, ქართველები “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა” შეგონებით ვიზრდებით, რაც ნიშნავს, რომ თუ ადამიანი სტუმრად “გამოუშვეს” ჩვენი ნებით არავის გავაბუნძულებთ, სისხლის ზღვაც დიდი სიამოვნებით ემართებოდათ მათ ჩვენი, ომში რომ ჩავთრეულიყავით, არც უმაგისობა იქნებოდა. ასე რომ, მე ვიტყოდი ქართველი ხალხის პატარა გამარჯვებას ჰგავს, როდესაც ტრადიციებისა და ღირსების დაურღვევლად ვაღწევთ მიზანს”- წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას
Next: თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.