Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

მარშალ პრესი 18/10/2025
1311

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას.

პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა ავტოტრანსპორტისთვის მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად არის გაყოფილი, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია შესული.

ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს – ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლით იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება. მშენებლობა ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საერთო ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

Post navigation

Previous: ადამიანისგან, რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ანსხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია – ლევან ჭოტორლიშვილი სკოლებში 11-წლიან სწავლებაზე
Next: ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ – არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.