Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

რუსთავში, ქალაქის მერიისა და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ

მარშალ პრესი 26/06/2022
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით, სახურავები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები მოტეხა და გარეგანათების ელექტროსადენები მოგლიჯა.

ქარმა მე-7ა მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები მოტეხა. სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც მოტეხა ხეები და დააზიანა „ოქსიგენ ფესტისთვის“ დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა.

ადგილებზე მობილიზებულნი იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ „რუსთავ-სერვის ცენტრის“ თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

Post navigation

Previous: „სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს – დიდი იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან
Next: ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში – კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.