Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

მარშალ პრესი 17/10/2025
irakli chikovani

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული ვეტერანი პროფესიონალიზმის, სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსთვის თავგანწირვის სიმბოლოა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები დღესაც ჩვენი ვეტერანების გმირობის მაგალითებზე ვითარდება და ძლიერდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანთა მხარდასაჭერად ახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, თითოეული ვეტერანი გრძნობდეს იმ პატივისცემასა და მადლიერებას, რომელიც მათ დაიმსახურეს.

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები სწორედ თქვენი საბრძოლო გამოცდილების მემკვიდრეა. ის დღესაც ჩვენი ვეტერანების გმირობის მაგალითებზე ვითარდება და ძლიერდება. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარებას, კიდევ უფრო ამტკიცებს მხედრულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. ვეტერანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გააცნო ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ
Next: უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს – მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.