IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქ ზუგდიდში, სადაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული მამაკაცი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით  დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება