Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს და როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 17/10/2025
irakli kobakhidze2

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

„კარგია, რომ ევროპაშიც არის ისეთი პარტიები, რომლებიც ჯანსაღ კითხვებს სვამენ. ობიექტურად არის სერიოზული პრობლემა. 2 კითხვა დაისვა თუ არ ვცდები, ესენი ეხებოდა დაბარებასთან დაკავშირებულ თემებს და სხვა მომიჯნავე საკითხებს. მარტივია, გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს ხომ ხელის გულზე დევს. როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ უნდა შექმნას
Next: ირაკლი კობახიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე – არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.