Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით

მარშალ პრესი 17/10/2025
irakli kobakhidze

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მთლიანად რჩება პლატფორმის გარეშე, ასეთ პირობებში, სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით.

„არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, ანუ გვერდის ავლაც ვერ მოხდება. ეს არის, რასაც უზრუნველყოფს კანონმდებლობა. შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მათ დაკარგეს მთლიანად ქუჩის პლატფორმა, რადგან მხარდაჭერა არ აქვთ, ვერაფერს აკეთებენ, დაკარგეს თავისივე ნებით საპარლამენტო პლატფორმა და უკვე საკრებულოებშიც აღარ აქვთ არავითარი პლატფორმა. ერთადერთი პლატფორმა დარჩათ, რომ ჩაიყვანენ ხოლმე ხან ბრიუსელში, ხან ბერლინში და ხან სხვა დედაქალაქში, იქიდან რაღაცებს ლაპარაკობენ, საერთოდ არ აინტერესებს ეს ქართველ ხალხს. ბრიუსელიდან ნალაპარაკევი, საერთოდ არავის აინტერესებს. ამიტომ მთლიანად რჩებიან პლატფორმის გარეშე. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა, რომ დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს, შეიქმნას ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რაც არ აქვს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება გააძლიერებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, დღეს, ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეშვეობით, რაღაცას ააყირავებენ ამ ქვეყანაში, რაც ვერც ერთხელ ვერ გააკეთეს
Next: 3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.