Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის

მარშალ პრესი 17/10/2025
irakli kobakhidze

ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც კი დაინახავენ „დიფ სთეითი“ და მის კონტროლქვეშ მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, რომ აქ ვეღარ არყევენ სიტუაციას და ვეღარ ახერხებენ ვერავითარი ფორმით კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას, მაშინვე დაიწყება საუბარი.

„ეს ასევე დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე დაინტერესების ცვლილებაზე, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება პოზიციების გაძლიერება და როდესაც ვასუსტებთ აგენტურას, ეს ნიშნავს ავტომატურად ჩვენი არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც და მეტ პატივისცემას სახელმწიფოს მიმართ. როგორც კი თავს დაუხრი უსამართლობას, მაშინვე ბოლომდე გადაგივლიან და გადაგთელავენ. ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა ეროვნული ინტერესების დასაცავად არის ბოლომდე ბრძოლა.

არც ერთი წუთი არ უნდა შეჩერდე ამ ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს და მუდმივად უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავას სიტყვები – ერთი დღე არ შეიძლება, შეაჩერო ბრძოლა თავისუფლებისთვის. ერთი დღე თუ გაჩერდები, შენი თავისუფლებიდან და დამოუკიდებლობიდან არ დარჩება არაფერი. ამიტომ, არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას. ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას
Next: ფინეთში გამართულ მიტინგზე ფონ დერ ლეიენისთვის ყვირილის გამო, ევროპარლამენტის წევრობის ყოფილი კანდიდატი დააჯარიმეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.