Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის „იბერიის გაბრწყინებისკენ” და ურწმუნო, მერყევი, მშიშარა, მოღალატე თუ ორგული ამ გზას ვერ გადალახავს, ამიტომ, ჩამოვყალიბდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა

მარშალ პრესი 16/10/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ღირსება, აუღელვებელი, ჯანსაღი თავდაჯერებულობა, ღალატის არსის ახსნა, სიმართლე, სამართლიანობა, „რკინაბეტონის” ლოგიკა, სრულფასოვანი ანალიზი, სწორი პროგნოზი, უტყუარი შეფასება, ხვალინდელი დღის „საგზაო რუკა”, არსებულის ახალი პოლიტიკური ვითარებით ჩანაცვლების აუცილებლობა, მყარი შიდა თუ საგარეო პრინციპები, ეროვნული ხედვები, უკომპრომისო ქართველობა, „იუპიტერისა” და „ხარის” ერთ სამართლებრივ სიბრტყეში განთავსება, საერთაშორისო ურთიერთობების ერთიან სტანდარტებში განხილვა – ეს არის მოკლე ამონარიდი პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლიდან „საზმაუზე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, საქართველო მიისწრაფვის „იბერიის გაბრწყინებისკენ”, ხოლო ურწმუნო, მერყევი, მშიშარა, მოღალატე თუ ორგული ამ გზას ვერ გადალახავს, ამიტომ, ყველა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ვინ არიან და რა უნდათ. „თითოეული ამ თეზისის გაშლა საშუალებას იძლევა იმ მოკლე თუ გრძელვადიანი პერსპექტივების დაგეგმარებისა, რომლის ხორცშესხმა და მათდამი განუხრელი ერთგულება შესაძლებლობას იძლევა უახლოეს სამ წელიწადში: სულიერად გაძლიერდე – მოიპოვო ამისთვის აუცილებელი ზეციური ხელშეწყობა და მფარველობა; ფიზიკურად და ეკონომიკურად გადარჩე – განამტკიცო სტაბილურობა და განავითარო შემდგომი წინსვლა; გაათავისუფლო პოლიტიკური ველი „სარეველასგან” და შეუქმნა ყველა პირობა ახალი, ჯანსაღი ორგანიზმების აღმოსაცენებლად; აღკვეთო მტკიცედ და შეურყევლად ყველა გარე თუ შიდა მცდელობა – შენი სამშობლოს, რწმენის, ისტორიის, ტრადიციის შეურაცხყოფის, დაკნინებისა და გაუკუღმართების. როგორც ადამიანის სვლა ცხონების გზაზე ერთდროულად ტკბილიც არის და ურთულესიც, თუმცა ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს, ასეთია ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაც „იბერიის გაბრწყინებისკენ”. ურწმუნო, მერყევი, მშიშარა, მოღალატე, ორგული ამ გზას ვერ გადალახავს, ამიტომ, ჩამოვყალიბდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა. ჩვენს სიმტკიცეს „ისინიც” უყურებენ, ვისაც ადრე თუ გვიან „ლუზერების” კასტაში დარჩენა მობეზრდებათ – მივცეთ გადარჩენის და ალტერნატივის მაგალითი. შანსი მივცეთ, თორემ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება, მათი თავისუფალი ნებაა…“, -წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დასავლეთის მიდგომა ორმაგ სტანდარტს ავლენს, რადგან იმავე კანონის პრინციპი აშშ-სა და ევროპაში დემოკრატიის საყრდენად ითვლება, ხოლო საქართველოში – პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად
Next: რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.