Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია „უცხოური აგენტების“ კანონის გაუქმებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს დასავლეთის ორმაგ სტანდარტს

მარშალ პრესი 16/10/2025
davit chikhelidze

 

ამერიკაში მოქმედი FARA (Foreign Agents Registration Act), ითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ ან პირმა, რომელიც უცხოური დაფინანსებით ახორციელებს საჯარო, პოლიტიკური ან ლობისტურ საქმიანობას, საზოგადოებას მკაფიოდ აცნობოს, ვის ინტერესებს ემსახურება. ეს კანონი იქ დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტად ითვლება გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის მექანიზმად, თუმცა, იგივე პრინციპის საქართველოში გამოყენება ვენეციის კომისიას მიუღებლად მიაჩნია, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ვენეციის კომისიის პოზიცია მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ზოგისთვის დემოკრატია პრინციპია, ზოგისთვის კი ინსტრუმენტი გავლენისთვის.

„ვენეციის კომისიის ახალი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონის გაუქმებას ითხოვს, კიდევ ერთხელ აჩვენებს დასავლეთის ორმაგ სტანდარტს. როგორ შეიძლება, კანონის ის მოდელი, რომელიც აშშ-ში ათწლეულებია მოქმედებს და დემოკრატიული მექანიზმის ნაწილად ითვლება, საქართველოში „კანონის უზენაესობისთვის საფრთხედ“ მოინიშნოს?

ამერიკაში მოქმედი FARA (Foreign Agents Registration Act) ითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ ან პირმა, რომელიც უცხოური დაფინანსებით ახორციელებს საჯარო, პოლიტიკური ან ლობისტურ საქმიანობას, საზოგადოებას მკაფიოდ აცნობოს, ვის ინტერესებს ემსახურება. ეს კანონი იქ დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტად ითვლება გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის მექანიზმად. თუმცა, იგივე პრინციპის საქართველოში გამოყენება ვენეციის კომისიას მიუღებლად მიაჩნია.

რატომ? პასუხი მარტივია: პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი. დასავლეთში მსგავსი კანონები ლეგიტიმურია, რადგან იქ ისინი „საკუთარი ინტერესების დაცვის“ ნაწილად მიიჩნევა. ხოლო როცა იგივე მიდგომა მცირე, პოსტსაბჭოთა ქვეყანამ სცადა, ეს აღიქმება, თითქოს ხელისუფლება „თავისუფლებებს ზღუდავს“. ამასთან, დასავლეთში ხშირად ავიწყდებათ, რომ გამჭვირვალობა მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, არასამთავრობო სექტორისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სექტორი საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

თუ ამერიკაში გამჭვირვალობა დემოკრატიის ნაწილია, საქართველოში რატომ უნდა იყოს საფრთხე დემოკრატიისთვის? რატომ არის მიუღებელი ის, რომ მოქალაქემ იცოდეს, რომელ ორგანიზაციას ვინ აფინანსებს და რა ინტერესით მუშაობს ქვეყანაში?

რეალურად, პრობლემა თავად კანონის არსში კი არა, მის ინტერპრეტაციაშია ანუ იმაში, როგორია დასავლეთის მზერა „პარტნიორი“ ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქართველოს სურს იმავე სტანდარტების დანერგვა, რასაც დასავლეთი თავად მისდევს, მას ხშირად ეუბნებიან: „თქვენ ამისთვის ჯერ მზად არ ხართ“. ეს კი უკვე დემოკრატიის პრინციპის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან დემოკრატია არ შეიძლება შერჩევითად ვრცელდებოდეს ერთი სტანდარტი ამერიკისთვის და მეორე საქართველოსთვის.
ვენეციის კომისიის პოზიცია მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ზოგისთვის დემოკრატია პრინციპია, ზოგისთვის კი ინსტრუმენტი გავლენისთვის.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში – „დემოკრატიის უკან დახევა“?
Next: ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.