Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე.

„როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია პატარაიას დონემდე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მისცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა? 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხომ ტყუილის თქმა მოუწია, ხალხი ახლა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო. სასწაულები ილაპარაკა. ბაია პატარაიაზე დაბალი დონეა. სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“ – რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი
Next: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში – „დემოკრატიის უკან დახევა“?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.