Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze5

რადიკალური ოპოზიციის კოლექტიური ძალა არის უცხოური აგენტურა და ერთი დავალებით მოქმედებენ, უბრალოდ ეს დავალებები შეიძლება იყოს გადანაწილებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია.

“რაც შეეხება “ლელოს” და გახარიას, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი – ავიღოთ 2020-2021 წლები და 2024 წელი, ორი ძირითადი საპარლამენტო არჩევნები და 2021 წლის არჩევნები, რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით საპარლამენტო არჩევნებს. ყველა ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურმა ძალებმა, ზუსტად იგივე დღის წესრიგი აირჩიეს, რაც აირჩია “ნაცმოძრაობამ” და მისმა მეორე დანაყოფმა. ზუსტად იგივე – საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისინი ბოლომდე იყვნენ ჩართულები საბოტაჟში.

ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, მათ შორის, საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის გეგმას ერთადერთი გახარია გაემიჯნა, “ლელო” – არა. “ლელომ” თქვა, რომ 20:00-საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და 20:00 საათის შემდეგ უერთდებოდნენ დამხობის აქციას. ბოლოს ისინიც გაემიჯნენ, მას შემდეგ, რაც ჩავარდა მათი გეგმა, ისევე როგორც გაემიჯნენ სოფო ჯაფარიძე და სალომე ზურაბიშვილი. ერთადერთი – გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა, მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მეტიც, გახარიას პარტიას ჰქონდა შექმნილი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მათ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. როცა ქმნი კოალიციას თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით
Next: ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“ – რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.