Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

მარშალ პრესი 25/06/2022
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.

ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს.

Post navigation

Previous: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს
Next: კახი კახიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ახლა, რადგან სიტყვა რევოლუცია გაიცვითა და მოსახლეობას საკმაოდ აღიზიანებს ეს სიტყვა, შეფუთეს და ეროვნულ მთავრობაზე ლაპარაკობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.