Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ელინა ვალტონენის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე – რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როცა სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე

მარშალ პრესი 15/10/2025
shalva papuashvili

„მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლა შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მინისტრის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობა ყველამ მოისმინა.

მისი თქმით, ზუსტად ეს არის ის, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ.

„ყველა ხედავდა ამას პირდაპირ ეთერსა თუ ფოტოებში. მის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობაც მოვისმინეთ. დღეს ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებშია ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის.

ამას შეჩვეული ვართ, თუმცა, ასევე პირდაპირ და უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით „ვენის კონვენციის“ 41-ე მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით მას სურს, რომ აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე?! მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გააანალიზოს ეს საქციელი, რომელიც ერთი მხრივ, ეუთო-ს როგორც ორგანიზაციას ურტყამს და მისი თავმჯდომარე, მართალია ის არის რიგითობის მიხედვით თავმჯდომარე და ზუსტად აქედანაც ჩანს, რომ იგი იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ელინა ვალტონენის ყოფნა ცარიელ, უკანონოდ გადაკეტილ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, იყო არადიპლომატიური ნაბიჯი და უდიდესი უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია
Next: მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.