Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთო-ს თავმჯდომარის მანდატის მიწურულს, ჩამოვიდა კონკრეტული მისიით, რომლის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს

მარშალ პრესი 15/10/2025
irakli kircxalia1

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის, ქალბატონის, რომელიც თავისი მანდატის მიწურულს, ეუთო-ს თავმჯდომარის მანდატი მაქვს მხედველობაში, ჩამოვიდა აქ კონკრეტული მისიით, რომლის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის შედეგებს და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის ვიზიტი საქართველში.

კირცხალია ვალტონენს მიმართავს კითხვით, რომელი კანონით არის შეშფოთებული, ისეთი კანონებით ხომ არა, რომლებიც ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს.
მისივე თქმით, საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ევრობიუროკრატების უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ ქართულ საზოგადოებას, რომ ის, რაც მათი ქვეყნისთვის აუცილებელია, საქართველოსთვის არ შეიძლება.

“საზოგადოებამ ასევე კარგად ვნახეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ქალბატონი თურმე შეშფოთებულია ჩვენი “შემზღუდავი კანონებით”, რაც ღიმილისმომგვრელია. აქედან ვუსვამ კითხვას: რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, “გამჭვირვალობის კანონით” ხომ არ არის შეშფოთებული ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ემსახურება ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, თურმე, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს.” – აღნიშნა კირცხალიამ.

მისი თქმით, ყველაფერი “ხელის გულზეა” და გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პირდაპირი მტკიცებულება.

“როგორ ხელის გულზეა ყველაფერი, როგორ ხელის გულზეა ის ბინძური მცდელობა, იმ ბინძური სცენარის აღსრულებისა, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ექსტრემიზმის, რასაც უკვე ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს,” – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ, აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა
Next: ქალბატონმა ვალტონენმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში და მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.