Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

მარშალ პრესი 14/10/2025
irakli kobakhidze

4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე
Next: როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.