Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რწმენაში სიძლიერე მთავარი საწინდარია, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის დამსახურებაა, რომ ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას

მარშალ პრესი 14/10/2025
irakli kobakhidze1
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული თითოეული ქრისტიანისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება საქართველოს განვითარება.
„თქვენ ხედავთ, როგორ მრავლად არის დღეს მრევლი სვეტიცხოვლის ტაძარში, რაც ყველას გვავსებს იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას, თითოეულ სასულიერო პირს და უპირველეს ყოვლისა, უწმინდესს და უნეტარესს. სწორედ მისი ღვაწლის დამსახურებაა ის, რომ დღეს ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, რომ ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი: მოემზადეთ ახალი უკრაინისთვის, ქვეყანას 10 მილიონი მიგრანტი სჭირდება
Next: როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.