Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხელეტები სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე

მარშალ პრესი 14/10/2025
dimitri khundadze

„იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მავნებლობენ და ძალადობენ, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე, საზოგადოებაზე და ზოგადად, ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს.

„ასეთი პარტიები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და ისინი სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე.

არცერთ არჩევნებზე მათ მხარს არ უჭერენ, რადგან ისინი ერთი მრწამსით არიან – როგორ ავნონ ქვეყანას, როგორ დააზიანონ, როგორ დაემორჩილონ გარე ძალებს და დაამორჩილონ საკუთარი ქვეყანაც. ამიტომ, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს, რომ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის არავითარი, მათ შორის, არც სამართლებრივი საშუალება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
Next: „პროფესორმა“ გია ნოდიამ ასეთი რამ თქვა – „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას“ – მისი დავალებაა გაავრცელოს ფსევდო ღირებულებები, ამ ფრაზის უკან „დიპ სტეიტის“ მთელი იდეოლოგიაა ჩადებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.