Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

მარშალ პრესი 13/10/2025
irakli kircxalia1

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მისასალმებელია ყველას ის გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე მიიღება და არა იმ უსამართლო მიდგომებით, რომლითაც მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუციები გამოირჩევიან საქართველოს დელეგაციების მიმართ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძვლებზე იქნება აგებული, რომელიც იქნება იმ გარემოებებით მიღებული, რომელი გარემოებების რეალური შეფასებაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ყველა ის ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა წარმომადგენლობისგან, ინსტიტუციისგან, ეს ევროკავშირი იქნება, თუ არა მხოლოდ, ბევრ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებას, მიდგომას ჩვენი დელეგაციების მიმართ. არაფერს ვამბობ იმ რეზოლუციებსა, თუ პოლიტიკურ განცხადებებზე, რასაც ვისმენთ. ასე რომ, ნებისმიერ ობიექტურ საწყისებსა და საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო დელეგაციის შესწორებები იქნა გათვალისიწინებული, ასევე მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში – „პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ გადაინაცვლა.

Post navigation

Previous: არქიმანრდიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ – საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა
Next: სუსმა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.