Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიგა ბოკერია – არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა

მარშალ პრესი 25/06/2022
გიგა ბოკერია

დღევანდელ ვითარებაში ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ფეისბუქში“ წერს.

მისივე მოსაზრებით, ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ე.წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, „რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს“.

„მაგრამ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.

არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა. ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება – პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი ჭირდება ქვეყანას .

რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს.

ევროპული საქართველო სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – წერს გიგა ბოკერია „ფეისბუქში“.

Continue Reading

Previous: მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი – იაგო ხვიჩია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მისულ პირებზე
Next: იქ ღმერთისტოლა კაცებს უსმენდა ხალხი, ახლა ბუღაძეს და ამ რაღაც ყაბალახიან უბედურებას უკრავენ ტაშს – იმ ყაბალახიან ქალს რომ ვუყურებ, გურულობა, ქართველობა და საერთოდ, გაჩენის დღე ერთად მრცხვენია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025