Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

მარშალ პრესი 13/10/2025
irakli kircxalia

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. საუბარი მაქვს საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შედგა და რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურა ქართველმა ხალხმა, ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო ან ვერ მოესწრო იმ რეკეტს, იმ სისხლისღვრას და დიქტატურას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების დროს და შემდეგ რასაც აკეთებს უკვე ე.წ. ოპოზიციის მანტიაში გახვეული. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ მომზადდა უმძიმესი დასკვნა საგამოძიებო კომისიის შედეგებზე.

ასევე, დავაანონსეთ და დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია
Next: არქიმანრდიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ – საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.