
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს ძალადობას გაემიჯნოს.
„მანამ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.