
არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი” სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს”, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, ბრიუსელის სამხედრო გეგმების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას.
,,არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი” სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს”. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას,”- წერს პაპუაშვილი.
ვიქტორ ორბანი Facebook-ზე წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს, რომლის თანახმად ევროპა ფულს იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი საბოლოოდ დაიღლება, თუმცა არავინ ამბობს, რა თანხად დაუჯდება ეს ევროპას ან რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი.
მისივე თქმით, უნგრეთს ამ სცენარში მონაწილეობა არ სურს.