Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს

მარშალ პრესი 12/10/2025
dorote

„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“- ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

არქიმანდრიტმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, “იყო თუ არა დაპირისპირება 4 ოქტომბერს”, დოროთე ყურაშვილი პასუხობს, რომ „დაპირისპირება, პროვოკაცია მოაწო მთავრობამ და ღობე იყო გადაჭრილი“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც აქციაზე პიროტექნიკას ისროდნენ, ისინიც მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი იყო.

ასევე ამბობს, რომ ის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, „რომელიც უნდა მოხდეს“.

„როგორც მაშხალებს ისროდნენ თვითონ მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი, რომლებიც მთავრობამ შეიყვანა იქ და მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, აი ასევე, მთავრობამ გამოიწვია თვითონ, რომ ეს მოჭრილი ღობე დაახვედრა და თავისმა ხალხმა გადაამტვრია ის. თავისი ხალხი შევიდა და თავისთავად აქციის მონაწილეები წამოეგნენ პროვოკაციას. ეს იყო იქ. მურთაზ ზოდელავა ღობის ჩასანგრევად იქ არ ჩასულა“-განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

Post navigation

Previous: ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს – ბელგიის თავდაცვის მინისტრი
Next: ოპოზიციურ მედიაში უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და “დანოსჩიკები”, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ, უფრო სწორად, ცილისმწამებლები, რადგან ის იტყუება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.