Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!

მარშალ პრესი 11/10/2025
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, “მშვენივარად ექცეოდნენ არაფერი ზეწოლა არ ყოფილა.” ქადაგიძის თქმით, ვისაც ჩახუნაშვილი ეთაყვანება, მისი პრეზიდენტობის დროს რომ მოხვედრილიყო დროებითი მოთავსების იზოლატორში, “გემოზე დალეწავდნენ ძვლებში” და მერე მიხვდებოდა წინა და ახლანდელ მთავრობას შორის რეჟიმი რომელია. “ჩემო გიორგი, აი ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული – მანიაკ სააკაშვილს ვგულისხმობ, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი განსხვავებას რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სანამ ბრიუსელი საქართველოში “დემოკრატიის უკუსვლის” შეჩერებით არის დაკავებული, ბელგიის პოლიცია საკუთარი ძალებით ვეღარ აჩერებს აბობოქრებულ კრიმინალურ ქანქარას და არმიას მიმართავს დასახმარებლად
Next: მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხრიდანაც კი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.