Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს

მარშალ პრესი 11/10/2025
irakli kobakhidze2

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში, გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე არის სუს-ის კომპეტენცია და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია ხომ, ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა, ეს იყოს პატიმრისთვის რაღაც მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, შესაბამისად, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, არცერთი წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ იმას, თუ როგორ რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვუფრთხილდებით და შესაბამისად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ
Next: სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.