Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 11/10/2025
131

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება  ეუთოს ორგანიზებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერითა და ფინეთის თავმჯდომარეობით იმართება.

 

ელენე ბობოხიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებსა და გამჭვირვალობას ეხებოდა. მოხსენებაში მან 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.

 

წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღების 50-ე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. კონფერენციის  მონაწილეები განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხებს, მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე ჰელსინკის აქტის პრინციპების მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.

 

კონფერენცია ვარშავაში 6-17 ოქტომბერს იმართება და წარმოადგენს პლატფორმას 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის

Post navigation

Previous: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის – ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი, ამაყი ერი, რომელმაც ორიგინალური, მხოლოდ ჩვენთვის
Next: გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.