Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს

მარშალ პრესი 11/10/2025
vasil maglaperidze

ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე! – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე წერს, ვინც იმას ამტკიცებს, რომ ორგანიზატორებმა იცოდნენ და განზრახ წაიყვანეს აქცია ორბელიანისკენ, ამით, სინამდვილეში, სწორედ დამხობის ორგანიზატორებს აბრალებს მოღალატეობას.

„ამას წყალი არ გაუვა, 2×2=4 !!!

მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს.

როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრნენ, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ! ხოლო ის ავადსახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორები რომ ნამდვილად არსებობენ, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არაფრით გაუვა!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

Post navigation

Previous: ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო?
Next: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის – ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი, ამაყი ერი, რომელმაც ორიგინალური, მხოლოდ ჩვენთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.