Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

6 თვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს

მარშალ პრესი 11/10/2025
1184b5ca-031f-477d-90fa-288113012030

მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვიანი ვადით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლება ჩატარდა. 

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს. სწავლება, მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება რეალურ გარემოში.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

 

Post navigation

Previous: ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა თავიდან ბოლომდე, დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სტაბილურობა – გიორგი ფხაკაძე
Next: საქმე, რამაც გენდერული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.